ამ გვერდის ამობედვა

საოცრად ფაფუკი ფორთოხლის კექსი ზეთისა და კარაქის გარეშე

ინგრედიენტები :

მწიკვი მარილი

სოდა - 1/4 სკ

გამაფხვიერებელი - 1.00 სკ

1 ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი (ცედრა)

რძე - 125.00 მლ

ფორთოხლის წვენი - 125.00 მლ

შაქარი - 180.00 გ

კვერცხი - 2.00 ც

 

მომზადების წესი :

ჯამში ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და ფორთოხლის ცედრა. დაუმატეთ რძე და ფორთოხლის წვენი.

ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი და სოდა.

სველ ინგრედიენტებს დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.

კექსის მასა გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით.

გამოდის საოცრად ფაფუკი, არომატული და გემრიელი.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 410 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2022

სიახლეები