სოკოს ბლინები ბრინჯით
ამ ბლინებს გასაოცარ გემოს აძლევს სოკოსა და ბრინჯის გულსართი. აუცილებლად სცადეთ ბლინები სოკოთი და ბრინჯით, მთელი ოჯახი მადლიერი იქნება უგემრიელესი სადილის გამო. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.
ინგრედიენტები:
ფქვილი - 220გრ;
წყალი - 220 მლ;
კვერცხი - 1ცალი;
რძე - 220ლ;
სოკო - 1კგ;
ბრინჯი - 50გრ;
ხახვი - 1თავი;
მარილი გემოვნებით (0,5ჩ/კ ცომში, გულსართში გემოვნებით);
შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
ზეთი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ჯამში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, ფქვილის კოშტები რომ არ დარჩეს. შემდეგ დავასხათ რძე, ჩავახალოთ კვერცხი, მარილი დავამატოთ, კარგად გადავურიოთ ყველაფერი, რომ ცომი გამოვიდეს ერთგვაროვანი. გავაცხელოთ ტაგფა, დავასხათ ზეთი და ბლინის ცომი დავასხათ, გამოვაცხოთ. 2-2 წთ ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. გავრეცხოთ ბრინჯი და ოდნავ მარილწყალში მოვხარშოთ. მეორე ტაფაში მოვხრაკოთ ზეთში, გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ცალკე მოვხრაკოთ ზეთში გარეცხილი წვრილად დაკეპილი სოკო. სოკოს შევურიოთ ხახვი და ბრინჯი, გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ თითოეულ ბლინში ჩავდოთ 2ს/კ გულსართი და კონვერტისებურად გადავახვიოთ. ოდნავ შევბრაწოთ. გემრიელად მიირთვით ბლინები სოკოთი და ბრინჯით!
სიახლეები
- ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს
- "ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება" - გია ხუხაშვილი
- „ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
- პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს
- "ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ - დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები " - ადვოკატი