ამ გვერდის ამობედვა

ბროკოლის კრემ-სუპი ბრინჯითა და ისპანახით

ბროკოლის კრემ-სუპი ბრინჯითა და ისპანახით გამოდის ნაზი, აბრეშუმისებური სტრუქტურის, ლამაზი, გემრიელი კერძი. უცხიმოდ მზადდება.

დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 3-4.

 

ინგრედიენტები:

მრგვალი ბრინჯი  1/2ჭ

ბროკოლი  250გრ

ყაბაყი 200გრ

ისპანახი  80გრ

ხახვი  1თ

ნიორი  3-4კბილი

წყალი  1,5ჭიქა

რძე  1ჭიქა

შავი დაფქული პილპილი  1/2ჩ/კ

მუსკატის კაკალი  მწიკვი (ჯავზი)

 

მომზადების წესი:

ბრინჯი დავდგათ მოსახარშად. ნახევრად მოხარშულ ბრინჯში ჩავამატოთ ბროკოლი და დაჭრილი ყაბაყი, ხახვი და ნიორი. ბოსტნეული რომ დარბილდება, ისპანახი დავამატოთ, დავასხათ რძე, 1-2 წთ შემდეგ დავაბლენდეროთ მთლიანი მასა. დავამატოთ მარილი, პილპილი, ჯავზი. კრემ-სუპი 5-7 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

წაკითხვა 329 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 28 2022

სიახლეები