როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი - თბილი სასმელი ზამთრის ცივ დღეებში
გლინტვეინი მოთხილამურეების საყვარელი სასმელია. მისი სამშობლო ან ავსტრია ან გერმანია უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზამთრის რომელიმე კურორტი, სადაც ძალიან ცივა და მუდამ მზად არიან ცხელი ღვინის დასალევად.
თუ თხილამურებით სრიალი გიყვართ და ერთი ზამთარი მაინც გაგიტარებიათ გუდაურში ან ბაკურიანში, ნახავდით, რომ აქაური კაფეების ქურებზე, ყოველ დღე, ლიტრობით გლინტვეინი იხარშება.
გლინტვეინი ზამთარს რომ უხდება შემთხვევითი არაა. ცხელი ღვინო სხეულს ჟრუანტელივით დაუვლის და ერთ წუთში ათბობს. ამიტომაცაა მოთხილამურეების საყვარელი სასმელი.
სახლის პირობებში გლინტვეინის მოსახარშად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
წითელი ღვინო - 750 მლ
შაქარი - 60 გ
დარიჩინის ჩხირი - 2
მიხაკი - 3 ცალი
ფორთოხალი - 1
ლიმონი -1/4
სურნელოვანი პილპილი -5 ცალი
მომზადების წესი კი ასეთია:
ქვაბში ვასხამთ ღვინოს და დაბალ ცეცხლზე ვდგამთ. ვჭრით ფორთოხალსა და ლიმონს და ქვაბში ქერქიანად ვათავსებთ. ვამატებთ შაქარს, დარიჩინს, მიხაკს და სურნელოვან პილპილს. გლინტვეინის მთავარი საიდუმლო დუღილის ტემპერატურაა. სითხე ისე უნდა გავაცხელოთ, რომ ქვაბში არ ათუხთუხდეს. აუცილებლად, ცხელ-ცხელი მიირთვით და დატკბით განწყობით,რომელსაც არომატული გლინტვეინი ქმნის.
სიახლეები
- ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს
- "ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება" - გია ხუხაშვილი
- „ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“ - ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
- პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს
- "ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ - დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები " - ადვოკატი