ამ გვერდის ამობედვა

"პეროგი" შავი ქლიავით

ინგრედიენტები:


კარაქი - 150 გრ
შაქარი - 5 სკ
კვერცხი - 5 ცალი
თაფლი - 100 გრ
გამაფხვიერებელი - 1,5 ჩკ
ფქვილი - 250 გრ
ვანილი - 1 შეკვრა
სასურველი ხილი - 450 გრ

 


მომზადების წესები

 


კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხის გულები, თაფლი და კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.


ცილისგან მოვამზადოთ ბეზე და ფრთხილად შევურიოთ ცომს.

 

ფორმას ჩავუფინოთ ქაღალდი, გადავიტანოთ ცომი. ზემოდან დავალაგოთ ხილის ნაჭრები. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სასურველი ხილი: ვაშლი, გარგარი, ატამი, ქლიავი, კენკრა და ა.შ.


გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

წაკითხვა 1536 ჯერ

სიახლეები