ამ გვერდის ამობედვა

ხორცის რულეტი

 600   გრამი ხორცის ფარში
 
2   შეკვრა ბეკონი
 
სურვილისამებრ ყველი
 
ისპანახის ნორჩი ფოთლები
 
პურის გული
 
რძე
 
მომზადების წესი
1

სამზარეულოს ქაღალდზე დავალაგოთ ბეკონის ნაჭრები სიგრძისებრად ოდნავ გადაბმებით.

2

შემდეგ ფარში (შეაზავეთ თქვენი გემოვნებით, მე გამოვიყენე მხოლოდ მარილი, წიწაკა და რძეში დამბალი და გაწურული პურის გული) უნდა გადავანაწილოთ ბეკონის მასაზე, დავალაგოთ ისპანახის ფოთლები და ყველი (სულგუნი, გაუდა ან მოცარელა).

3

ეს ყველაფერი უნდა გადავახვიოთ რულეტის ფორმით და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე, დაახლოვებით 30-40წთ. შემდეგ წავუსვათ წინასწარ გამზადებული ზემოდან წასასმელი დაბლენდერებული ან დანაყილი ერთგვაროვანი მასა და ტაფაზე ოთხკუთხედებად დაჭრილი და მობრაწული კარტოფილი. (შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 10 წთ.)

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო:კულინარია

წაკითხვა 138 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2024