ამ გვერდის ამობედვა

ბეკონისა და ყველის კროკეტები

 

4   ნაჭერი დაჭრილი ბეკონი
 
2   ჭიქა კარტოფილის პიურე
 
1   ცალი კვერცხის გული
 
2   ცალი დაჭრილი მწვანე ხახვი
 
3⁄4  ჭიქა ფქვილი
 
40   გრამი დაჭრილი მოცარელა
 
11⁄2  ჭიქა ორცხობილას საფანელი
 
1   ცალი კვერცხი
 
1⁄4  ჭიქა რძე
 
ზეთი შესაწვავად
 
სალათის ფურცლები
 
მომზადების წესი
 

საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ საშუალო ტაფა. წვრილად დაჭრილი ბეკონი 3–4 წუთით წვით. დააწდეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

 

დიდ თასში კარტოფილის პიურე, კვერცხის გული, დაჭრილი ხახვი, ბეკონი და ¼ ჭიქა ფქვილი აურიეთ. მიღებული ნაზავისაგან გააკეთეთ 20 ბურთულა. 1 სმ ზომის კუბიკებად დაჭრილი ყველი თითოეული ბურთულის ცენტრში მოათავსეთ და პიურეს ნაზავი გარედან შემოაკარით.

 

დარჩენილი ფქვილი თეფშზე მოათავსეთ. მეორე თეფშზე დაყარეთ ორცხობილას საფანელი. თასში ათქვიფეთ კვერცხი და რძე. კროკეტები ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხის ნაზავში, ბოლოს კი საფანელში.

 
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ღრმა ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. წვით კროკეტები დაახლოებით 3–4 წუთით, ხშირ–ხშირად გადააბრუნეთ რომ ყველა მხრიდან თანაბრად დაიბრაწოს. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი და შემწვარი კროკეტები ზედ მოათავსეთ. სუფრაზე მისატანად ლამაზად დაალაგეთ სალათის ფურცლებზე.
 
 
წყარო:კულინარია
 
წაკითხვა 126 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2024

სიახლეები