ამ გვერდის ამობედვა

აფხაზურა

ინგრედიენტები:

 

150   გრამი ბადექონი

 
500   გრამი საქონლის ხორცის ფარში
 
500   გრამი ღორის ხორცის ფარში
 
1   კონა ოხრახუში
 
1   კონა ქინძი
 
1   ცალი ბულგარული წიწაკა
 
2   თავი ხახვი
 
1⁄2  ჭიქა ბროწეული, ან გემოვნებით
 
1   ჩ/კ ხმელი ქონდარი
 
1⁄2  ჩ/კ წითელი წიწაკა
 
1⁄4  ჩ/კ შავი პილპილი
 
4   კბილი ნიორი
 
მარილი გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 

ფარში თასში მოათავსეთ და დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ბროწეული და სუნელები. შეაზავეთ მარილით და კარგად აურიეთ.

 

მწვანილები წვრილად, ხახვი თხლად, ხოლო ბულგარული რგოლებად დაჭერით.

 

საჭრელ დაფაზე გაშალეთ ბადექონი, ზედ შიგთავსი მოათავსეთ და ისე გადაახვიეთ, რომ ბადე არ გაიხეს.

 

შეგიძლიათ, შეწვათ ღუმელში ან ტაფაზე. წვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხარეს.

 

როცა აფხაზურა მზად იქნება, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილები, ხახვი და ბულგარული წიწაკა. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით. მიირთვით ცხელი.

 

წყარო:კულინარია

 
წაკითხვა 157 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2024

სიახლეები