ამ გვერდის ამობედვა

ბლომანჟე

 
ინგრედიენტები:
 
2   ჭიქა მოუხდელი რძე
 
1   ჩ/კ ვანილის ესენცია
 
4   ს/კ შაქარი
 
3   ს/კ სიმინდის ფქვილი
 
მწიკვი მარილი
 
მომზადების წესი:
 

¼ ჭიქა რძე გადაინახეთ, დარჩენილი რძე ქვაბში ჩაასხით და საშუალო ტემპერატურაზე დადგით.

 

დაუმატეთ შაქარი, მარილი (სურვილისამებრ) და ვანილი. ურიეთ მუდვიმად. როცა დუღილს დაიწყებს გაზქურას დაუწიეთ. საშუალო თასში დარჩენილი რძე და სიმინდის ფქვილი ერთად ათქვიფეთ და დაუმატეთ ქვაბში რძეს.

 

ურიეთ მუდმივად, რძის ნაზავი სწრაფად გასქელდება. როცა გასქელდება ის უკვე მზადაა.

 

ჩაასხით თასში ან რაიმე ფორმებში (ან ჭიქებში) და გააგრილეთ. როცა ოთახის ტემპერატურისა გახდება, რამდენიმე საათით მაცივარში შედგით. შეგიძლიათ, გამყარებამდე დაუმატოთ სხვადასხვა არომატები – გამდნარი შოკოლადი, ხილის კომპოტი ან მორთოთ სასურველი ხილით.

 

წყარო:kulinaria.ge

 
 
წაკითხვა 101 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 06 2024

სიახლეები