ამ გვერდის ამობედვა

მარწყვის სორბეტი

ინგრედიენტები:

2   ჭიქა წყალი

 
1   ჭიქა შაქარი
 
700   გრამი გარჩეული მარწყვი
 
1⁄3  ჭიქა ფორთოხლის წვენი
 
1⁄3  ჭიქა ლიმონის წვენი
 
მომზადების წესი:
 

მაღალ ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში მოათავსეთ წყალი და შაქარი. ურიეთ შაქრის გალღობამდე, დაახლოებით 5 წუთით.

 

მარწყვი სამზარეულოს კომბაინში ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე თქვიფეთ. მარწყვის პიურე, ახლად გამოწურული ფორთოხლისა და ლიმონის წვენი შაქრის სიროფს დაუმატეთ. ურიეთ კარგად შერევამდე. დააფარეთ და გასაცივებლად შედგით მაცივარში, დაახლოებით 2 საათით.

 

სორბეტი დაბალ კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ, დაახლოებით 6 საათით. სანამ გამყარდება, მოურიეთ ყოველ ერთ საათში. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო:kulinaria.ge

 
წაკითხვა 151 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 11 2024