ამ გვერდის ამობედვა

ქამა სოკო ბულგარულით

ინგრედიენტები:

1   კგ. ქამა სოკო

 
1   თავი ხახვი
 
2   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
 
1   ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
 
1   ცალი მწვანე ცხარე წიწაკა
 
2   კბილი ნიორი
 
1   ჩ/კ უცხო სუნელი
 
1   ჩ/კ ქინძის სუნელი
 
1   კონა ცოცხალი ქინძი
 
გემოვნებით მარილი
 
გემოვნებით პილპილი
 
გემოვნებით წითელი წიწაკა
 
მომზადების წესი:
 

სოკოს ხელსახოცით, ფაქიზად მოვაცილოთ ზედაპირი (არ გავრეცხოთ), შემდეგ დავჭრათ ალყა-ალყა და მოვშუშოთ ტაფაზე.

 

სანამ სოკო კარგად მოიშუშება, მანამდე დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილ გრძელ ნაწილებად დაჭრილი ბულგარულები, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, ჩავაჭყლიტოთ ნიორი და განვაგრძოთ შუშვა მანამდე , სანამ სოკო კარგად არ დაიბრაწება.

 

ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი და სუნელები. ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ.

 

წყარო.kulinaria.ge

 
წაკითხვა 141 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 15 2024

სიახლეები