ამ გვერდის ამობედვა

გოგრის კრემ-სუპი

 ინგრედიენტები:
 
800   გრამი გოგრა
 
1   თავი ხახვი
 
6   ღერი კამა
 
1   ცალი დაფნის ფოთოლი
 
გემოვნებით მარილი და პილპილი
 
2   ს/კ ნაღები (30%)
 
მომზადების წესები:
 

კუბიკებად დაჭრილი გოგრა მოვხარშოთ 4-ად გაჭრილ ხახვთან და დაფნასთან ერთად.

 

მოხარშული გოგრა და ხახვი ამოვიღოთ ცალკე ჯამში, ხოლო ნახარში წყლის ნახევარზე მეტი გადაასხით, ცოტა დატოვეთ და შეურიეთ ნაღები.

 

გოგრასა და ხახვს დავუმატოთ დაჭრილი კამა, შეიძლება ცოტაოდენი ხმელი ქინძიც, მარილი და პილპილი გემოვნებით - ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ და ჩავასხათ ნაღებიან ნახარშში.

 

ურიეთ იქამდე სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება და მიიყვანეთ წამოდუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ.

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 146 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2024

სიახლეები