ამ გვერდის ამობედვა

სოკო ნიგვზითა და მწვანე ხახვით

ინგრედიენტები
 
500   გრამი სოკო
 
200   გრამი ნიგოზი
 
9   კბილი ნიორი, ან ნაკლები გემოვნებით
 
500   გრამი კარტოფილი
 
2   თავი თეთრი ხახვი
 
8   ცალი მწვანე ხახვი
 
30   გრამი დაჭრილი ქინძი
 
1   ჩ/კ შავი პილპილი
 
70   გრამი კარაქი
 
10   ჩ/კ ზეთი
 
მარილი გემოვნებით
 
მომზადების წესი:
 

სოკო გარეცხეთ და ქუდები და ღეროები დააცალკევეთ. ტაფაზე 10 ჩ/კ ზეთი დაასხით და სოკო გადაიტანეთ. დააფარეთ და წვით დაბალ ტემპერატურაზე 20 წუთით.

 

სანამ სოკო იწვება, კარტოფილი გათალეთ, პატარა კუბიკებად დაჭერით და ტაფაზე 70 გრ კარაქთან ერთად გადაიტანეთ. მოურიეთ და კარტოფილების შეწვამდე საშუალო ტემპერატურაზე დაუფარებლად წვით. ურიეთ ხშირ–ხშირად.

 

დაჭერით და დაუმატეთ თეთრი ხახვი. მოურიეთ და წვით კიდევ 5 წუთით.

 

დაჭერით და დაუმატეთ მწვანე ხახვი. მოურიეთ.

 

ნიგოზი და ნიორი ერთად დანაყეთ და ტაფაზე 1 ჩ/კ შავ პილპილთან ერთად დაუმატეთ სოკოს. კარგად ამოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მიირთვით ცხელი.

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 134 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 28 2024

სიახლეები