ამ გვერდის ამობედვა

ბადრიჯანი ბულგარულით

რეცეპტის ინგრედიენტები

ბადრიჯანი

 
ბულგარული წიწაკა
 
ხახვი
 
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
 
ნიორი
 
უცხო სუნელი
 
ქინძის სუნელი
 
მაიონეზი*
 
მარილი, პილპილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები 

1.ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ სიგრძეზე და კარგად შევწვათ. როდესაც შეიწვება, გადავიტანოთ ემალის ქვაბში და დავამატოთ წვრილად (სიგრძეზე) დაჭრილი ფერადი (წითელი, ყვითელი და მწვანე) ბულგარულები. ასევე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი. ვუქნათ ცოტა უცხო და ცოტა ქინძის სუნელიც. მოვასხათ მაიონეზი, კარგად ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ!

kulinaria.ge
წაკითხვა 956 ჯერ