ამ გვერდის ამობედვა

კენკრა ვანილის მასკარპონეთი

რეცეპტის ინგრედიენტები

 
1   მუჭი მარწყვი
 
1   მუჭი ჟოლო
 
2   ს/კ შაქარი
 
1   ცალი ფორთოხალი
 
1   ცალი ვანილის პარკი(პარკოსანი ვანილი)
 
125   გრ. მასკარპონე
 
125   გრ. ბერძნული იოგურტი
 
1   ცალი გალეტი (ფხვიერი ორცხობილა)
 

რეცეპტის მომზადების საფეხურები

 
1.მოათავსეთ გარჩეული და დაჭრილი მარწყვი თასში. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ფორთოხლის წვენი და ცედრა და ვანილის თესლის ნახევარი. მსუბუქად აურიეთ და გადადეთ მანამ, სანამ ყველაფერი დანარჩენი მზად არ გექნებათ.
 
2.შეურიეთ მასკარპონეს და იოგურტს დარჩენილი შაქარი და დარჩენილი თესლი ვანილის პარკიდან. კარგად აურიეთ.
 
3.მასკარპონე თითოეულ თეფზე კოვზით გადმოიტანეთ. კოვზის ზურგით შუაში ჩაღრმავება გააკეთეთ და ხილი ზემოდან მოათავსეთ. მოასხურეთ წვენი. თითოეულ თეფშს მოაყარეთ ორცხობილის ნაფხვენები.
kulinaria.ge
წაკითხვა 779 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 10 2019