ამ გვერდის ამობედვა

რატომ უნდა შეიყვაროთ ხილი და ბოსტნეული

გულის ამერიკული ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის 3-5 ულუფა დღეში პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებათა რისკს 20 %-ით აქვეითებს.

დასკვნა გაკეთებულია 3,7 მილიონი ადამიანის გამოკვლევის საფუძველზე.


ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის, შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერტონიით დაავადებულთათვის, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ სისხლძარღვთა შევიწროება. სხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ბოსტნეულისადმი ნეგატიური დამოკიდებულება 37 %-ით ზრდის ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების რისკს. 


ასე რომ შეიყვარეთ ხილი და ბოსტნეული! რეგულარულად მიირთვით დღეში 3 ულუფა მაინც.

 

წყარო

წაკითხვა 1637 ჯერ