ამ გვერდის ამობედვა

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხები

1.ნაწილიმოვიმარაგოთ მასალები

სააღდგომო კვერცხის შესაღებად საჭიროა ახალი კვერცხი, ენდრო ან წინასწარ შეგროვებული ხახვის ფურცლები, ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.

2.ნაწილი კვერცხი

მოხარშვამდე, კვერცხი ჩააწყვეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

3.ნაწილი ენდრო

დაჩეჩქვეთ ენდრო (ან ხახვის ფურცლები) და ხარშეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.

4.ნაწილი ჩალაგების დროა

კვერცხები ჩაალაგეთ მოხარშულ და გაციებულ ენდროიან წყალში და დადგით საშუალო ცეცხლზე. დუღებისას ჩაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.

5.ნაწილი დიდხანს ველოდოთ?

ადუღებიდან 15-20 წუთის შემდეგ კვერცხი მზად იქნება.

6.ნაწილი ცოტა გავალამაზოთ

თუ გსრურთ, რომ თქვენი კვერცხები ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ გააფორმოთ სხვა და სხვა ფორმის გამოსახულებებით.

 kulinaria.ge

წაკითხვა 1219 ჯერ

სიახლეები