ამ გვერდის ამობედვა

ჩირითა და თხილით გატენილი სასარგებლო და წარმოუდგენლად გემრიელი კექსი

ამ კექსში მეტი ჩირია, ვიდრე ცომი. ასე რომ, ის არა მარტო უგემრიელესია, არამედ ძალიან სასარგებლოც. მთავარია – სწრაფად და მარიტვად კეთდება.

ინგრედიენტები:

თხილებისა და ჩირების ნაზავი - 300-400 გ

კვერცხი - 2 ცალი

ყავისფერი შაქარი - 6 ს/კ

ფქვილი - 6 ს/კ

გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ

 

მომზადების წესი:

კურაგა და შავი ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად, შეურიეთ თხილეულს და სხვა ჩირებს. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ჩირებისა და თხილეულის ნაზავი.დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერები, აურიეთ კარგად.გამოსაცხობ ფორმას წაისვით ცხიმი და ჩაასხით მიღებული მასა. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებიით 45 წუთის განმავლობაში.

 

წყარო: gemrielia.ge

წაკითხვა 1246 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 30 2019