ამ გვერდის ამობედვა

შოკოლადის კექსი ალუბლის ჯემით

ამ რეცეპტით მომზადებული კექსის გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ. 


ინგრედიენტები:



ცომისთვის:

ფქვილი 200 გ
მწარე შოკოლადი 200 გ
ალუბლის ჯემი 200 გ
ნაღების კარაქი 200 გ
შაქარი 150 გ
კვერცხი 8 ც.



მინანქარი:

შოკოლადი მწარე 300 გ
ნაღები 150 მლ



მომზადება:

ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ შოკოლადი და ნაღები. 

მიღებულ მასას დაუმატეთ შაქარი და აურიეთ.

დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი. კარგად ათქვიფეთ. 

მიღებული ცომი გადაიტანეთ კექსის ფორმაში და აცხვეთ 180С -ზე, 40 წთ. 


როდესაც გაგრილდება, 3 ფენად გაჭერით. ქვედა ფენას ალუბლის ჯემი წაუსვით და მეორე ფენა დაადეთ. მეორე ფენაზეც იგივე გაიმეორეთ. დააფარეთ ზედა ფენა და ცოტა ხნით მაცივარში შედეთ. 



მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი:

ნაღები და დატეხილი შოკოლადი დაადნეთ და კარგად აურიეთ. 
კექსს ზემოდან მინანქარი გადაასხით და დააცადეთ გაცივება. 

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

წაკითხვა 892 ჯერ