ამ გვერდის ამობედვა

კომბოსტოს სალათა

რეცეპტის ინგრედიენტები

 

 
1⁄4  ჭიქა სოიოს სოუსი
 
1⁄4  ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი
 
2   ს/კ წყალი
 
1   ჩ/კ სეზამის ზეთი
 
1   ს/კ ყავისფერი შაქარი
 
1   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
1⁄2  თავი გახეხილი დიდი კომბოსტო
 
1   ცალი გახეხილი სტაფილო
 
1   ცალი თხლად დაჭრილი ყაბაყი
 
1⁄2  ცალი ჯოხებად დაჭრილი ბულგარული
 
1   ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
 
1⁄4  ჭიქა მოხალული ნუში
 
1   ს/კ მოხალული სეზამის მარცვლები

რეცეპტის მომზადების საფეხურები

1.დაბალ ტემპერატურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ სოიოს სოუსი, ძმარი, წყალი, სეზამის ზეთი და ყავისფერი შაქარი. გააცხელეთ, ურიეთ შაქრის გადნობამდე. შეურიეთ ზეითუნის ზეთი და გადადგით გასაცივებლად.
 
2.სასალათე თასში მოათავსეთ გახეხილი კომბოსტო და სტაფილო, ყაბაყი, ბულგარული, მწვანე ხახვი და ნუში. მოასხით სალათას ნახევარი საკმაზი და კარგად ამოურიეთ. კიდევ ცოტაოდენი საკმაზი მოასხით და ამოურიეთ. დარჩენილი საკმაზი შეგიძლიათ თავსახურიან კონტეინერში ჩაასხათ და მაცივარში სულ მცირე 1 კვირით შეინახოთ.
 
3.მორთეთ სეზამის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით.

kullinaria.ge

წაკითხვა 975 ჯერ