ამ გვერდის ამობედვა

ნაყინი ცისარტყელა - შედედებული რძითა და ნაღებით

ინგრედიენტები:

 
  • ნაღები - 500 მლ
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • ვანილინი - 1 ჩ/კ
  • ფერადი საკონდიტრო მოსართავები
  • საკონდიტრო საღებავი - სხვადასხვა ფერი 
 
მომზადების წესები:

ათქვიფეთ ნაღები სქელი მასის მიღებამდე, დაუმატეთ შესქელებული რძე, ვანილი და კვლავ ათქვიფეთ. აიღეთ 5 ჯამი, გაანაწილეთ ხუთივე ჯამში თანაბრად მიღებული მასა და დაუმატეთ თითოეულ ჯამში სხვადასხვა ფერის საღებავი. აურიეთ და გადაიტანეთ ხუთივე მასა 1 კონტეინერში. აურიეთ, რომ ლამაზად შეერიოს ფერები.

 

მოაყარეთ საკონდიტრო ფერადი მოსართავები და მოათავსეთ საყინულეში 5 საათით.

 

გემრიელად მიირთვით!

 

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

წაკითხვა 2296 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 29 2019