ამ გვერდის ამობედვა

ჯანსაღი საუზმე, რომელიც ენერგიის მთელი დღით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ჯანსაღი კვების მთავარი პრინციპი სრულფასოვანი საუზმეა, რომელიც სწორ ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფს და მთელი დღით ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით. ასე რომ, შემთხვევით არაა ნათქვამი: „მიირთვი საუზმე, სხვა საკვები კი, დანარჩენებს გაუნაწილე!“

 

რთული ნახშირწყლები – მარტივი ნახშირწყლების მოხმარება, სისხლში ინსულინის მუდმივ ცვალებადობას, გლუკოზის დონის დაწევას და მის ცხიმის მარაგში გადასვლას იწვევს. რთული ნახშირწყლების შემთხვევაში კი, ინსულინი ნაკლებად „მხტუნავია“ და ენერგიაც თანაბრად იხარჯება. რთული ნახშირწყლების (სახამებელი, პეკტინი და რთული მოლეკულური სტრუქტურის მქონე ნახშირწყლები) მდიდარი წყაროა მარცვლეული, პარკოსანი კულტურები და ბოსტნეული, იდეალურ საუზმედ კი, წიწიბურას ან შვრიის ფაფა ითვლება, რომელიც მთელი დღით შეგინარჩუნებთ ენერგიას.

 

პროტეინები – ეტალონური საუზმის კალორიულობა 300-400 კალორიას შეადგენს, თუმცა, დილის კვება არა მხოლოდ კალორიული, არამედ დაბალანსებულიც უნდა იყოს. ამიტომ, იდეალური საუზმის 50%-ს ნახშირწყლებს შეადგენს, დანარჩენს კი, ცილა და ცხიმები. თუ აქტიური ცხოვრების წესს მისდევთ, მაშინ გაზარდეთ ცხოველური და მცენარეული ცილის მოხმარება, რომლის საუკეთესო წყარო კვერცხი და ხორცი, რძის პროდუქტი, თხილი და პარკოსანი კულტურაა. თუ ბუნებრივი ცხიმის მირთმევის საშუალება არ გაქვთ, მიიღეთ პროტეინის კოქტეილი, რომელიც ასევე დიდი ოდენობით ცხიმს შეიცავს.

 

 

 

ომეგა-3 – პრობლემური კანის, თმისა და ფრჩხილების ნამდვილი პანაცეა – უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ენერგიის საუკეთესო წყაროცაა. სასარგებლო ცხიმებს უამრავი პროდუქტი შეიცავს თევზით დაწყებული, ავოკადოთი დასრულებული. მშვენიერი საკვები დანამატია თევზის ან სელის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. შეანელეთ სასარგებლო ზეთით სალათი, გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ ორგანიზმს და სუფთა ენერგია სწრაფად დაიწყებს მუშაობას თქვენს სასარგებლოდ.

 

ვიტმინებაი – უნდა გვახსოვდეს, რომ ვიტამინური კომპლექსი ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ადამინის მოთხოვნილებებს. დილის მიკროელემენტების ულუფა აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცოცხალი ბოსტნეულის სალათს და ხილის წვენს, პოლივიტამინები კაფსულებში კი, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ.

 

დრო – ორგანიზმის „გამოფხიზლებას“ და სრულფასოვნად ამუშავებას სულ მცირე ნახევარი საათი სჭირდება. ასე რომ, არ ღირს ახალგაღვიძებულზე საკვებს დაძგერება. მიეცით დრო საჭმლის მომნელებელ სისტემას და საუზმე სასარგებლოც იქნება და ბევრად გემრიელიც.

 

წყარო

წაკითხვა 1867 ჯერ