ამ გვერდის ამობედვა

როგორ უნდა იკვებოთ დღის მანძილზე და როდის სჯობს ხილის ჭამა - ჩაინიშნეთ ჯანსაღი კვების ეს წესები

და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა.

გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო, ფასტ-ფუდი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვახ­შა­მი - სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის სწო­რად კვე­ბას იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ხერ­ხებთ.

რო­გორ, რამ­დენ­ჯერ და რო­დის უნდა ვიკ­ვე­ბოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზა­რა­ლოთ - ამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE-ს ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი ესა­უბ­რე­ბა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- რო­გო­რი უნდა იყოს სა­უზ­მე. რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი უნდა მი­ვი­ღოთ დი­ლას?

- სა­უზ­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, თუმ­ცა დი­ლით მი­სარ­თმე­ვი პრო­დუქ­ტე­ბის სა­გან­გე­ბო ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არ არ­სე­ბობს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­უზ­მე კა­ლო­რი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე მე­ტად "დატ­ვირ­თუ­ლი" იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­დილ­თან და ვახ­შამ­თან შე­და­რე­ბით.

- სა­უზ­მი­დან სა­დი­ლამ­დე რისი მი­ღე­ბაა სა­სურ­ვე­ლი? ვთქვათ, ხი­ლის თუ უმი ბოსტნე­უ­ლის?

- ხემ­სის შე­მად­გენ­ლო­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. და­საშ­ვე­ბია რო­გორც ხი­ლის, ასე­ვე ბოსტნე­უ­ლის ან რძის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვა. ასე, მა­გა­ლი­თად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კე­ფი­რი ან მა­წო­ნი ან უცხი­მო იო­გურ­ტი, შე­საძ­ლოა ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი ზე­ი­თუ­ნის ზე­თი­სა და ლი­მო­ნის მო­სას­ხმე­ლით.

- ე.ი. სა­დი­ლი მსუ­ყე არ უნდა იყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა წვნი­ა­ნის მი­ღე­ბა?

- არ­სე­ბობს გა­მოთ­ქმა: სა­უზ­მე თა­ვად მი­ირ­თვი, სა­დი­ლი გა­უ­ყა­ვი მე­გო­ბარს, ხოლო ვახ­შა­მი უწი­ლა­დე მტერს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დი­ლად შე­საძ­ლოა, მი­ირ­თვათ ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი (რომ­ლის მირ­თმე­ვაც სა­სურ­ვე­ლია, ზამ­თარ­ში სა­სი­ა­მოვ­ნოც არის) ან ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძი, რომ­ლის გარ­ნი­რი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი იქ­ნე­ბა, ასე­ვე პუ­რის 1-2 თხე­ლი ნა­ჭე­რი (სა­სურ­ვე­ლია წინა დღის და არა ახ­ლად­გა­მომ­ცხვა­რი).

- პრო­დუქ­ტე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის­თვის კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ, თუ ეს ერთ დღე­ში უნდა შევ­ძლოთ?

- იდე­ა­ლუ­რია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი - ცილა, ცხი­მი, ნახ­შირ­წყა­ლი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, წყა­ლი ზო­მი­ე­რად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, სულ მცი­რე, ოთხ მირ­თმე­ვა­ზე.

კვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო სა­ა­თე­ბია - 8:00 სა­უზ­მე, 12:00 ხემ­სი, 16:00 სა­დი­ლი, 20:00 მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი. თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, რომ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი, ისე­ვე რო­გორც კვე­ბის რა­ცი­ო­ნი და მი­სარ­თმე­ვად ხელ­საყ­რე­ლი დრო, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, ზოგ­მა წა­ხემ­სე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ შეძ­ლოს, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 სა­ათ­ზე (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად).

- სა­დილს ხილი მა­შინ­ვე უნდა მი­ვა­ყო­ლოთ თუ არა?

- საერთოდ, ხილი უნდა მი­ირ­თვათ ცალ­კე, ანუ მისი და­ყო­ლე­ბა დე­სერ­ტის სა­ხით, ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლია. იმი­სათ­ვის, რომ ხილ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აით­ვი­სოს ორ­გა­ნიზ­მმა. იმის­თვის, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სრულ­ფა­სო­ვან მუ­შა­ო­ბას, თან­მდე­ვი დის­პეპ­სი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, სა­სურ­ვე­ლია, ხილი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ირ­თვათ ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 ან 17:00 სა­ათ­ზე...

- წყა­ლი რა რა­ო­დე­ნო­ბის და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა დავ­ლი­ოთ?

- ზამ­თარ­ში, სულ მცი­რე - 1,5 ლ, ხოლო ზა­ფხულ­ში 2 ლ და შე­საძ­ლოა მე­ტიც. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­ბა­რია პრაქ­ტი­კუ­ლად, ჯან­მრთელ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც არ აქვს რა­ი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წყლის შე­ზღუდ­ვა. უმ­ჯო­ბე­სია, მი­ი­ღოთ წყა­ლი 1 ჭიქა (რიგ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტიც) ყო­ვე­ლი მირ­თმე­ვის წინ, სულ მცი­რე, 30 წუ­თით ადრე.

- ვახ­შა­მი რა პრო­დუქ­ტე­ბის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს?

- რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ვახ­შა­მი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მსუ­ბუ­ქი და სა­სურ­ვე­ლია, მი­ვირ­თვათ არა­უგ­ვი­ა­ნეს 20:00 სა­ა­თი­სა. ზო­გა­დად, ბოლო კვე­ბა უნდა იყოს და­ძი­ნე­ბამ­დე სულ მცი­რე 2-3 სა­ა­თით ადრე, იმი­სათ­ვის, რომ ძი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა არ და­ირ­ღვეს, არ გან­ვი­თარ­დეს დის­კომ­ფორ­ტი მუც­ლის არე­ში. ვფიქ­რობ, 1 ულუ­ფა რძის პრო­დუქ­ტი ან მსუ­ბუ­ქი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი სავ­სე­ბით და­საშ­ვე­ბია; ასე­ვე, თუ სა­დი­ლად წვნი­ა­ნის მირ­თმე­ვა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ მსუ­ბუ­ქი, წყალ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლის წვნი­ა­ნი ვახ­შმა­დაც მი­სა­ღე­ბია. ამას­თა­ნა­ვე, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­ირ­თმევთ, სა­ღა­მოს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა არ შე­გა­წუ­ხებთ და მსუ­ბუ­ქი ვახ­შა­მი და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 940 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 11 2019

სიახლეები