წაბლისა და შოკოლადის ნამცხვარი ფქვილის გარეშე

    ინგრედიენტები

  • კარაქი - 115 გ
  • შავი შოკოლადი - 200 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ყავისფერი შაქარი - 100 გ
  • ზღვის მარილი - მწიკვი
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
  • მოხარშული და დაფქული წაბლი - 200 გ
  • საფანელი - ფორმისთვის
    მომზადების წესები
    შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ. 20 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაფრქვიოთ საფანელი. ნახევარი შაქარი და კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ შოკოლადისა და კარაქის მასა. შაქრით, ცილითა და ლიმონის წვენით ავთქვიფოთ მკვირივი ბეზეს მასა. შოკოლადის მასას შევურიოთ 1/4 ბეზე და წაბლი. ბოლოს შევურიოთ დანარჩენი ბეზე, მოვათავსოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30-35 წუთის მანძილზე.
  • ნამცხვარი ფორმაში გავაცივოთ და ისე დავჭრათ.
    https://gemrielia.ge
წაკითხვა 645 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.