ამ გვერდის ამობედვა

ბრინჯის დესერტი ქოქოსის რძით

რეცეპტის ინგრედიენტები
150   გრამი ბრინჯი 
2   ს/კ შაქარი
60   გრამი ნიგოზი
300   მლ. ქოქოსის რძე
50   გრამი ქიშმიში
მწიკვი მარილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები
ბრინჯი ერთი ღამით წყალში ჩაალბეთ. მეორე დღეს გადაწურეთ, დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ ალს დაუწიეთ და მოხარშეთ.ჩაუმატეთ ქიშმიში, შაქარი, მწიკვი მარილი და დაჭრილი ნიგოზი. ბოლოს ჩაასხით ქოქოსის რძე და მოურიეთ. დააფარეთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ. შედეგად უნდა მიიღოთ ბლანტი, სამარხვო, არომატული ფაფა ნიგვზითა და ქიშმიშით. გემრიელად მიირთვით!
https://kulinaria.ge
წაკითხვა 675 ჯერ

სიახლეები