April 25, 2024

ლაფშა ქათმის ბულიონითა და ქამა სოკოთი

რეცეპტის ინგრედიენტები
1⁄2  კგ. ქათამი
2   თავი საშუალო ზომის ხახვი
1   კონა ნიახური
ცოტაოდენი პეტრუშკა და კამა
2   ჭიქა ფქვილი
2   ცალი კვერცხის გული
200   გრამი ქამა სოკო
2   ცალი საშუალო ზომის სტაფილო
1⁄2  კონა ოხრახუში
3   ს/კ მდნარი კარაქი
1   ცალი კვერცხი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
ქვაბში ჩაასხით 2,5 ლიტრი წყალი, მოათავსეთ 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, ოხრახუში მთლიანად, პეტრუშკის ძირი, ქათამი და მოხარშეთ ბულიონი. გამზადებული ბულიონი გადაწურეთ, ქათმის ხორცი წვრილად დაჭერით.დარჩენილი ხახვი და სტაფილო დაჭერით კუბიკებად. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით თხელ ფენებად. ტაფაზე გააცხელეთ 2 ს/კ ზეთი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და თუშეთ 5 წუთი. განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, თუშეთ კიდევ 5-7 წუთი. მოთუშული ხახვი და სტაფილო საწურით გადაიტანეთ თეფშზე, ტაფაზე მოათავსეთ დარჩენილი ცხიმი და სოკო. საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ 5-7 წთ. ტაფაში დააბრუნეთ ხახვი და სტაფილო და დაბალ ცეცხლზე თუშეთ კიდე 2-3 წუთი. ტაფაში არსებული შიგთავსი მოათავსეთ ბულიონში. ბულიონი დადგით დაბალ ცეცხლზე პარალელურად კი დაიწყეთ ლაფშის მომზადება.

ლაფშის გასაკეთებლად ფქვილში შეურიეთ თავმობმული მარილი, ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და შიგნით ჩააგდეთ 1 ცალი კვერცხი, შეურიეთ კვერცხის გულები და ცოტაოდენი წყალი. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი (დაახლოებით ½ ჭიქა). ენერგიულად მოზილეთ ელასტიური ცომი, რომელიც ხელებზე აღარ მიგეკრობათ. შემდეგ დააფარეთ ნაჭერი და გააჩერეთ 30წთ.გააპრტყელეთ ცომი ძალიან თხელ ფენად, შემდეგ დაჭერით დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის ლენტებად. თითოეული ლენტა კი დაჭერით კიდე გრძელ წვრილ ზოლებად. მიეცით ლაფშას დრო რომ გამოშრეს (15-20წთ). შემდეგ გააცხელეთ დიდი ქვაბით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ ლაფშა მზადყოფნამდე. შემდეგ კი გადაიტანეთ ნაჩვრეტებიან ჭურჭელში.წვრილად დაჭერით მწვანილი. ქათმის ნაწილები და ლაფშა მოათავსეთ ბოსტნეულიან ბულიონში, მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ 1 წუთი. დაუმატეთ მწვანილი, მარილი, პილპილი და მიიტანეთ სუფრაზე ცხლად. გემრიელად მიირთვით!
https://kulinaria.ge
წაკითხვა 747 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.