ბიფსტროგანოვი სოკოთი – მსოფლიოს პოპულარულ კერძებს შორის ყველაზე პოპულარული…

ბიფსტროგანოვი ცნობილი კულინარიული შედევრია, რომელიც პირველად ფრანგმა მზარეულმა გრაფ სტროგანოვისთვის მოამზადა.

 

დღეს ეს კერძი ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. რეცეპტი რომელსაც გასტრონომიას რედაქცია გთავაზობთ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ – ეს არის ბიფსტროგანოვი სოკოთი…

 

 

ინგრედიენტები: 

 

  • 500 გ საქონლის მჭლე ხორცი

 

  • 250-300 გ ქამა სოკო

 

  • 200-250 გ არაჟანი

 

  • 1 ს.კ. ფქვილი

 

  • 1 ხახვი

 

  • 2 ს.კ. კარაქი

 

  • ცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელი

 

  • წითელი წიწაკა

 

  • მარილი, შავი პილპილი

 

 

მომზადების წესი:

 

1. საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ. შემდეგ მოგრძო ზოლებად დავჭრათ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, მოვშუშოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ ხორცის ნაჭრები და ხორცი თავისივე წვენში მოვშუშოთ. თუ წვენი დაიშრო და ხორცი ჯერ კიდევ მაგარია, ცოტა წყალი დავუმატოთ.

 

2. ხორცი რომ მომზადდება, დავუმატოთ დაჭრილი ქამა სოკო და მოვბრაწოთ. ჩავუმატოთ პამიდვრის საწებელი ან ტომატ-პასტა და განვაგრძოთ შესქელებამდე.

 

3. მოვაყაროთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ, შემდეგ არაჟანი დავუმატოთ, წამოვადუღოთ და დაბალ ცეცხლზე, ვშუშოთ სანამ შესქელდება.

 

4. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით.

 

5. მივირთვათ შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

 

 

http://gastronomia.ge/

წაკითხვა 62 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 12 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.