CNN საუკეთესო ქართულ კერძებს ასახელებს
გავლენიანი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო CNN ქართული სამზარეულოსა და საუკეთესო კერძების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ქართული სამზარეულო და ღვინო თავისი ინდივიდუალურობით, ეგზოტიკურობითა და დელიკატურობით გამოირჩევა. ბოლო დროს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ნამდვილი კულინარიული რევოლუცია მოხდა და ქართველი მზარეულები შესანიშნავ ტრადიციულ კერძებს ამზადებენ.“- წერს გამოცემა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული სამზარეულო კულტურულ ტრადიციებს არ ღალატობს და სტუმრებს კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ამასთანავე, გამოცემა მკითხველს რამდენიმე გამორჩეულ კერძს სთავაზობს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნონ:
- ხინკალი
- ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური
- მწვადი
- შქმერული
- ხარჩო ღომით
- ჩაქაფული
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს
- "ევროპელებმა უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ" - მამუკა მდინარაძე
- "კონტრაქციით საკუთარი თავის დასასრულს აფორმებს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირებას ამ ფორმით აპირებს - აქ მარტივი და მკაფიო არჩევანია - საქართველო თუ რუსეთი" - ანა ნაცვლიშვილი
- "29 აპრილის შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება - საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და სწორ ქართულ კურსს''- მამუკა მდინარაძე