ამ გვერდის ამობედვა

პიცა ცომის გარეშე - მხოლოდ 5 წუთი დაგჭირდებათ

ამ რეცეპტისთვის ცომის მომზადება არ დაგჭირდებათ. პიცის ზედაპირის ფუნქციას ქათმის ხორცის ფარში შეასრულებს.

 

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 350 გ

 

  • პური - 2 ნაჭერი

 

  • მარილი - გემოვნებით

 

  • ხახვი - 100 გ

 

  • პიცის სოუსი - 3 სკ

 

  • სოკო - 100 გ

 

  • ყველი - 100 გ

 

  • პამიდორი - 1 ც

 

მომზადების წესები
 
 

ორი ნაჭერი პური დაალბეთ წყალში. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ქათმის ფილე და პური. დააყარეთ მარილი გემოვნებით.

 

 

გახეხეთ ყველი, დაჭერით ხახვი კუბიკებად, სოკო და პამიდორი - სასურველ ფორმებად. 

 

 

გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაანაწილეთ ფარში.

 

 

ჯერ პიცის სოუსი გადაუსვით ზედაპირს, შემდეგ მოაყარეთ ხახვი, ყველი, სოკო და პამიდორი. ცოტა ყველი თავზეც მოაყარეთ და მწიკვი მარილი მოაფრქვიეთ.

 

 

გამოაცხვეთ 250 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 899 ჯერ

სიახლეები