სამარხვო ტორტი

რეცეპტის ინგრედიენტები

 

  • 1 ჩ/ჭ ზეთი

 

 
  • 4   ჩ/ჭ ფქვილი

 

 
  • 112  ჩ/ჭ შაქარი

 

 
  • 100   გრამი მარგარინი

 

 
  • 12  ჩ/ჭ მოხალული თხილი

 

 
  • 2   ჩ/ჭ თბილი წყალი

 

 
  • 1   ჩ/კ სოდა

 

 
  • 1   შეკვრა ვანილი

 

 
  • არომატული წვეთები

 

 
  • ნუში
 
 
რეცეპტის მომზადების საფეხურები

 

1. ერთი ჩაის ჭიქა ზეთი, ორი მესამედი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და სოდა კარგად აურიეთ და შეაზილეთ დაახლოებით სამნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი.
 
 
 
2. მიღებული რბილი ცომი დაყავით ორ მოზრდილ (და ერთ პატარა)* ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე ცოტაოდენ ფქვილმოყრილ ტაფაში. როცა გავარდისფერდება, მზად იქნება.
 
 
 
3. კრემი: ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და ვანილი აურიეთ და კარგად გახსენით ერთნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. შედგით ნელ ცეცხლზე, მორევით აადუღეთ და ხარშეთ ხუთი წუთით.
 
 
 
4. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, შეაზილეთ სამარხვო ცხიმი და შეურიეთ დაჭრილი მოხალული თხილი/ნიგოზი.
 
 
 
5. ერთ გამომცხვარ ფირფიტას თანაბრად წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით კრემის დარჩენილი მეორე ნახევარი.
 
 
6. სამარხვო ტორტს ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში (ან დაფხვნილი პატარა ფირფიტა)*.

 

 

https://kulinaria.ge/

წაკითხვა 691 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.