ამ გვერდის ამობედვა

ჩებურეკი - ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი რეცეპტი!

ინგრედიენტები:

 

ფქვილი - 3,5 ჭიქა

მდუღარე წყალი - 1 ჭიქა

კვერცხი - 1 ც.

კარაქი - 100 გ

ღორის ხორცი - 500 გ

ხახვი - 2-3 ც.

მზესუმზირის ზეთი - გემოვნებით

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

1.     კარაქი დაადნეთ, შემდეგ ცოტათი გააგრილეთ და ათქვიფეთ კვერცხთან.

2.     ფქვილი გაცერით, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, დაამატეთ მდუღარე წყალი და ინტენსიურად ათქვიფეთ ჩანგლით ყველა ინგრედიენტი, შემდეგ დაამატეთ კარაქის ნარევი.

3.     მოზილეთ ცომი, დააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ ცოტა ხნით.

4.     ხორცი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

5.     ცომს მოაგლიჯეთ საშუალო ზომის ნაჭრები, გააბრტყელეთ და მიეცით ლამბაქის ფორმა.

6.     კვერის ცალ მხარეს დადეთ ცოტაოდენი ფარში და კარაქის პატარა ნაჭერი, დააფარეთ ცომის მეორე ნახევრით და შეაერთედ ბოლოები თითებით.

7.     ჩებურეკი შეწვით ძლიერ ცეცხლზე ზეთის დიდ რაოდენობაში.

გემრიელად მიირთვით!

წყარო: gurmania.ge

წაკითხვა 2072 ჯერ

სიახლეები