ამ გვერდის ამობედვა

ბავშვების საყვარელი " ხრაშუნები "

ძალიან  მარტივად  მოსამზადებელი  და  გემრიელი  "ხრაშუნები".

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • სოდა - 0,5 ჩკ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • მარილი - 1/5 ჩკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • არაჟანი - 0,5 ჭიქა
  • კარაქი - 125 გრ
  • კვერცხი - თავზე მოსასმელად
  • შაქარი - ამოსავლებად

 
მომზადების წესები
 
1.   ფქვილი,   შაქარი,  სოდა,  მარილი  და  ვანილი  შეურიეთ  ერთმანეთს.  დაამატეთ  არაჟანი,  კუბიკებად  დაჭრილი  კარაქი  და  მოზილეთ  ცომი. 


2.  შედგით  მაცივარში  20-30  წუთი.


3.  მოაყარეთ  ფქვილი  სამუშაო  მაგიდას  და  გააბრტყელეთ  ცომი  0,5  სანტიმეტრის  სისქეზე.  ამოჭერით  ფიგურები, წაუსვით  რძეში  გათქვეფილი  კვერცხის  გული,  მოაყარეთ  შაქარი,   მოათავსეთ  ცხიმწასმულ  სინზე  და  გამოაცხვეთ  200  გრადუსზე.
 
 
 
წაკითხვა 545 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 04 2020

სიახლეები