ტორტი ცხობის გარეშე - "ტირამისუს" შესანიშნავი ალტერნატივა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან

უგემრიელესი და უნაზესი ტორტი გამოცხობის, ზედმეტი ძალისხმევისა და საშუალების გარეშე!

 

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ
  • რძე - 340 მლ
  • ნაღები - 250 მლ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • შაქრის პუდრა - 220 გ
  • სიმინდის სახამებელი - 2 ს/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ვანილინი - 2 გ
  • კარაქი - 50 გ
  • კაკაო - 3 ს/კ
  • მწიკვი მარილი

 

 

მომზადების წესი:



კრემისთვის: ერთმანეთში აუირეთ 125 მლ რძე და 125 მლ ნაღები, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხის გული. დარჩენილი რძე და ნაღები ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ცივი მასა და შეუჩერებლად ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა მასა გასქელებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.


აიღეთ სწორკუთხედი ფორმა და ჩაალაგეთ მჭიდროდ ორცხობილა.


ზემოდან გაანაწილეთ კრემი.



შემდეგ ისევ ორცხობილის ფენა გააკეთეთ (სურვილისამებრ, ფენებს შორის შეგიძლიათ დაალაგოთ სასურველი ხილიც, მაგალითად, ბანანა, ან მარწყვი).



მოამზადეთ მინანქარი:


ამისათვის 6 ს/კ რძეში გახსენით შაქრის პუდრა, კაკაო, დაუმატეთ კარაქი და მწიკვი მარილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ.


მოასხით ტორტს მინანქარი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 3538 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 05 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.