ტორტი ცხობის გარეშე - "ტირამისუს" შესანიშნავი ალტერნატივა ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან
უგემრიელესი და უნაზესი ტორტი გამოცხობის, ზედმეტი ძალისხმევისა და საშუალების გარეშე!
ინგრედიენტები
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ
- რძე - 340 მლ
- ნაღები - 250 მლ
- შაქარი - 3 ს/კ
- შაქრის პუდრა - 220 გ
- სიმინდის სახამებელი - 2 ს/კ
- კვერცხის გული - 1 ცალი
- ვანილინი - 2 გ
- კარაქი - 50 გ
- კაკაო - 3 ს/კ
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
კრემისთვის: ერთმანეთში აუირეთ 125 მლ რძე და 125 მლ ნაღები, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხის გული. დარჩენილი რძე და ნაღები ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ცივი მასა და შეუჩერებლად ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა მასა გასქელებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
აიღეთ სწორკუთხედი ფორმა და ჩაალაგეთ მჭიდროდ ორცხობილა.
ზემოდან გაანაწილეთ კრემი.
შემდეგ ისევ ორცხობილის ფენა გააკეთეთ (სურვილისამებრ, ფენებს შორის შეგიძლიათ დაალაგოთ სასურველი ხილიც, მაგალითად, ბანანა, ან მარწყვი).
მოამზადეთ მინანქარი:
ამისათვის 6 ს/კ რძეში გახსენით შაქრის პუდრა, კაკაო, დაუმატეთ კარაქი და მწიკვი მარილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ.
მოასხით ტორტს მინანქარი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი