ამ გვერდის ამობედვა

უგემრიელესი კარტოფილის ნავები

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 4 ცალი
  • კარაქი - 10 გრ
  • არაჟანი - 1 სკ
  • გახეხილი ყველი - 1 სკ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • ბეკონი
  • მწვანე ხახვი

მომზადების წესები
 
1.  კარგად  გარეცეხეთ  მოზრდილი  კარტოფილები.  ჩანგლით  ჩაჩხვლიტეთ  ზედა  და  ქვედა  მხარეები.
 ამოსვარეთ  მარილში  და  ზეთში  და  შეწვით  180  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში.


2.   შემწვარი  კარტოფილები  გავჭრათ  შუაზე,  ფრთხილად  ამოვაცალოთ  გული.


3.  ამოცლილი  გულები დაჭყლიტეთ  კარაქთან  ერთად,  უყავით  მარილი,  შავი  წიწაკა,  არაჟანი,  გახეხილი  ყველი.  ამ  მასით  ამოავსეთ  გამზადებული კარტოფილები და შედგით  ღუმელში  5-7  წუთი.


4.  გამზადებულს  ცხლადვე  მოაყარეთ დაჭრილი ბეკონი  და   მწვანე  ხახვი.
 
 
 
წაკითხვა 593 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 07 2020

სიახლეები