ამ გვერდის ამობედვა

ღვთაებრივი შოკოლადის ტორტი „ესკიმო“ - ისეთი გემრიელია, ხშირად მოამზადებთ

ინგრედიენტები

ბისკვიტი

  • კვერცხი - 4 ც
  • შაქარი - 180 გ
  • წყალი - 100 მლ
  • ფქვილი - 130 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 სკ
  • კაკაო - 2-3 სკ
კრემი
  • კვერცხი - 2 ც
  • შაქარი - 60 გ
  • შედედებული რძე - 0,5 ჭიქა
  • ვანილი
  • ფქვილი - 3 სკ
  • რძე - 250 მლ
  • კარაქი - 250 გ
დასანამი
  • რძე - 200 მლ
  • შაქრის ფხვნილი - 2 სკ
მინანქარი
  • კაკაო - 3 სკ
  • შაქარი - 3 სკ
  • არაჟანი - 3-5 სკ
  • კარაქი - 50 გ
 
 
მომზადების წესები

ბისკვიტი:

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გათქვიფეთ ორივე. შაქრის ნახევარი ცილას დაუმატეთ, ნახევარი - გულებს და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ თეთრ, მყარს მასას არ მიიღებთ. ამოყავნილ კვერცხის გულს დაუმატეთ წყალი და ამოურიეთ. ეს მასა დაუმატეთ ცილას და გააგრძელეთ თქვეფა დაბალ სიჩქარეზე.

ერთად გაცერით ფქვილი და კაკაო და დაუმატეთ ცომს გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი გადაიტანეთ ქაღალდდაფენილ გამოსაცხობ ფორმაში (22 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.

 

კრემი:

ქვაბში გადაიტანეთ კვერცხი, გათქვიფეთ. დაუმატეთ შაქარი და შედედებული რძე, ვანილი და ფქვილი. ამოურიეთ და ეტაპობრივად დაუმატეთ რძე. გამუდმებით ურიეთ და ტემპერატურას მინიმალურამდე დაუწიეთ. როცა ერთგვაროვან მასას გასქელებამდე მიიყვანთ, გათიშეთ. მასა ჯამში გადაიტანეთ და გათქვიფეთ ვანილთან ერთად. მიქსერით გათქვიფეთ კარაქი გათეთრებამდე და ეტაპობრივად დაუმატეთ გაგრილებული კრემი.

ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. მოიმარჯვეთ ტორტის ფორმა. ჩადეთ პირველი ფენა და დანამეთ. მასზე მოათავსეთ მთელი კრემი და დაადეთ მეორე ფენა თავის ქაღალდიანად. შედგით ტორტი მაცივარში 3-4 საათით.

 

მინანქარი:

ქვაბში მოათავსეთ კაკაო, შაქარი, კარაქი, არაჟანი. დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ. კარაქი რომ სრულად გადნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, მინანქარი მზად არის. შემთბარი მინანქარი მოასხით ფორმიდან ამოღებულ ტორტს. შედგით მაცივარში, სულ მცირე, 1-2 საათით.

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1116 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 05 2020

სიახლეები