March 28, 2024

კალცონე - დახურული პიცა

ამ ღვეზელის ლეგენდა ასეთია:

პიცაიალოებმა გადაწყვიტეს გაეოცებინათ ერთ-ერთი რესტორნის სტუმრები და გადაწყვიტეს, დახურული პიცა გამოეცხოთ და ეს ღვეზელი  მალე ტრადიციულ ღია პიცაზე პოპულარული გახდა.

 

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • წყალი - 320 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 6 ს/კ
  • მშრალი საფუარი - 7 გ
  • შაქარი - 3 ჩ/კ
  • მარილი - 3 ჩ/კ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • პომიდორი - 3 ცალი
  • ტომატპასტა - 90 გ
  • პილპილის ნარევი: - 1 ჩ/კ
  • ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - 1 ჩ/კ
  • ნიორი - 3 კბილი
  • საქონლის ხორცის ფარში - 400 გ
  • ღორის ხორცის ფარში - 400 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • მოცარელა - 100 გ
  • ზეთი - 4 ს/კ
 
 
მომზადების წესები

ღრმა ჯამში აურიეთ ნახევარი შაქარი 250 მლ წყალში, დაუმატეთ საფუარი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ასევე 1 ჩ/კ მარილი და ფქვილი, მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 60 წუთი.


აადუღეთ წყალი და დაასხით პომიდვრებს. გააჩერეთ.


აფუებული ცომს დაუმატეთ დარჩენილი ზეითუნის ზეთი, ჩაზილეთ და კვლავ გააჩერეთ 1 საათით.


გაფცქვენით პომიდორი, დაჭერით და დააბლენდერეთ ნიორთან ერთად.


გადმოასხით მიღებული მასა მშრალ ტაფაზე, დაუმატეთ დარჩენილი წყალი, ტომატპასტა, 1 ჩ/კ მარილი და დარჩენილი შაქარი, ორეგანო და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.


ცალკე ჯამში აურიეთ ორივე სახეობის ხორცი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილის ნაზავი და 0,5 ჩ/კ იტალიური ხმელი ბალახები.


გაახურეთ ტაფაზე ზეთი (3 ს/კ)/ დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ ხორცის ფარში და თუშეთ ბოლომდე.


აიღეთ ღუმელის ფირფიტა, გადმოაბრუნეთ, მოაყარეთ ფქვილი. გააბრტყელეთ ცომი ორ ფირფიტად. წაუსვით ერთ ფირფიტას ტომატის სოუსი, მოაყარეთ ხორცის ფარშის მასა, დაახეხეთ მოცარელა, დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა და კარგად შეუწებეთ კიდეები.


ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ს/კ ზეთთან ერთად და წაუსვით ღვეზელს ზედაპირზე.


მოათავსეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.


მიირთვით ცხელ-ცხელი!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 526 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 06 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.