ამ გვერდის ამობედვა

უგემრიელესი მარწყვის ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

 

½ კგ მარწყვი

300 გ ოთხკუთხედი ფხვიერი პეჩენია

2 ს.კ.საშუალო ცხიმიანობის ნაღები

¼ ჭიქა შაქრის პუდრი

1 ს.კ. შაქარი

1 პაკეტი ვანილის შაქარი

¼ ჩ.კ. მარილი

 

მომზადება:

მარწყვი გარეცხეთ და მოაშორეთ ყუნწები. ცოტა გადადეთ ტორტის მოსართავად, დანარჩენი დაჭერით ნახევრებად და აურიეთ შაქართან ერთად.

 

ნაღებში თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი, მარილი და ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ.

 

ფორმას დააფინეთ საკვები ცელოფანი ან პერგამენტი. დაალაგეთ პეჩენიის ნახევარი ერთ ფენად და ზემოდან გაანაწილეთ დაჭრილი მარწყვის 1/3 და ბოლოს-ნაღები. შემდეგ დაადეთ კიდევ ერთი პეჩენიის, მარწყვისა და ნაღების ფენა. დესერტის ზედაპირი მორთეთ მარწყვით, გვერდებზე კი წაუსვით დარჩენილი ნაღები.

 

ტორტი მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათით.

 

http://www.gurmania.ge/geo

წაკითხვა 905 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 08 2020

სიახლეები