April 25, 2024

ტარტ ტატენი არაჟნიანი ცომით

ინგრედიენტები

ფხვიერი ცომი:

  • კარაქი - 150 გ
  • არაჟანი - 50 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • შაქარი - 100 გ
  • მარილი
ტოპინგი:
  • მჟავე ვაშლი - 5-6 ცალი
  • შაქარი - 200 გ
  • კარაქი - 150 გ
 
 
მომზადების წესები

ცომისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, გადავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი.


5-6 მჟავე ვაშლი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ გული და დავაწყოთ ტაფაზე (რომელიც შემდეგ ღუმელში უნდა შევდგათ), ზემოდან მოვაყაროთ შაქარი, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, სანამ ვაშლი ოქროსფერს მიიღებს. გავაბრტყელოთ ცომი და გადავაფაროთ დაკარამელებულ ვაშლს, გვერდები ჩავუკეცოთ, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20-30 წთ. ნამცხვარი გამოვიღოთ, 5 წთ., შევაგრილოთ, ზემოდან დავადოთ გაშლილი თეფში და ამოვატრიალოთ.

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 767 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 12 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.