March 29, 2024

კუჭმაჭი - ქართული კოლორიტული კერძი

ინგრედიენტები

  •  მეგრული მშრალი აჯიკა - 1 ს/კ
  • ბროწეულის მარცვლები - 0,5 ცალი
  • ქათმის გულ-ღვიძლი - 900 გ
  • დაფნის ფოთოლი - 2 ს/კ
  • ზეთი - 30 მლ
  • მარილი - 1 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • წითელი მშრალი ღვინო - 100 მლ
  • წყალი - 100 მლ
  • ხახვი - 1 ცალი
  • კარაქი - 1 ს/კ
  • ოხრახუში - 10 გ
  • ხმელი სუნელი - 1 ს/კ
 
 
მომზადების წესები
 

გულ-ღვიძლი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი და დაჭერით პატარა კუბიკებად.

 

ხახვი დაჭერით თხელ ნახევარწრეებად, მოხრაკეთ ზეთისა და კარაქის ნარევში, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი. 

 

მოხრაკული ნიორი და ხახვი ამოიღეთ ტაფიდან და იგივე ცხიმში მოხრაკეთ გულ-ღვიძლი. დაუმატეთ მშრალი აჯიკა, დაფნის ფოთოლი, ხმელი სუნელი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ღვინო, დააფარეთ თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.

 

მოთუშული ღვიძლი გადაიტანეთ გაშლილ ლანგარზე, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ოხრახუში.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1556 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.