კუჭმაჭი - ქართული კოლორიტული კერძი
ინგრედიენტები
- მეგრული მშრალი აჯიკა - 1 ს/კ
- ბროწეულის მარცვლები - 0,5 ცალი
- ქათმის გულ-ღვიძლი - 900 გ
- დაფნის ფოთოლი - 2 ს/კ
- ზეთი - 30 მლ
- მარილი - 1 ს/კ
- ნიორი - 2 კბილი
- წითელი მშრალი ღვინო - 100 მლ
- წყალი - 100 მლ
- ხახვი - 1 ცალი
- კარაქი - 1 ს/კ
- ოხრახუში - 10 გ
- ხმელი სუნელი - 1 ს/კ
მომზადების წესები
გულ-ღვიძლი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი და დაჭერით პატარა კუბიკებად.
ხახვი დაჭერით თხელ ნახევარწრეებად, მოხრაკეთ ზეთისა და კარაქის ნარევში, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი.
მოხრაკული ნიორი და ხახვი ამოიღეთ ტაფიდან და იგივე ცხიმში მოხრაკეთ გულ-ღვიძლი. დაუმატეთ მშრალი აჯიკა, დაფნის ფოთოლი, ხმელი სუნელი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. ჩაასხით ღვინო, დააფარეთ თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
მოთუშული ღვიძლი გადაიტანეთ გაშლილ ლანგარზე, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- „საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
- საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება
- ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე