April 25, 2024

კარბონარა ქათმის ხორცით

ინგრედიენტები

  •  ფეტუჩინი ან სპაგეტი - 1 შეკვრა
  • ბეკონი - 3 ფირფიტა
  • ნიორი - 3 კბილი
  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • პარმეზანი, გახეხილი - 1 ჭიქა
  • დაჭრილი ოხრახუში - 2 ს/კ
  • სპაგეტის ნახარში - 1/2 ჭიქა
 
 
მომზადების წესები
 

მოხარშეთ პასტა, გადაწურეთ და შეინახეთ 1/2 ჭიქა ნახარში.

 

დაჭერით ლორი პატარა კუბიკებად, შეწვით გახურებულ ტაფაზე, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და ისიც შეწვით. გადმოიღეთ ტაფიდან შემწვარი ლორი და ნიორი და იგივე ტაფაში შეწვით 10 წუთის განმავლობაში ქათმის მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ფილე, შეწვის დროს მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ შემწვარი ბეკონი და ნიორი, მოხარშული პასტა და კარგად აურიეთ. თუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლე. 

 

ამასობაში ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ოხრახუში და მარილი და პილპილი. მოასხით მასა ტაფაში პასტის ძირითად მასას და გააგრძელეთ მოთუშვა დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ პასტის ნახარში, აურიეთ და გააგრძელეთ მოთუშვა 1-2 წუთის განმავლობაში.

 

სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ პარმეზანი და დაჭრილი ოხრახუში.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1044 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.