March 28, 2024

რეცეპტი მათთვის, ვინც დიეტაზე უარი თქვა – ქაფქეიქი ორმაგი შოკოლადით

აი, თქვენ უნივერსალური წამალი ყველანაირი დეპრესიისთვის.

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 450 გ
  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქრის პუდრა - 165 გ
  • კაკაო - 1 ს/კ
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ

 

სოუსისთვის:

  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • თხელი კრემი - 80 გ
 
 
მომზადების წესები
 
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დადგით კრემი დაბალ ცეცხლზე და შეურიეთ შოკოლადის ფილა, ურიეთ განუწყვეტლივ სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გაიხსნება და მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ გადმოდგით და გააციეთ.
 

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. შემდეგ მიღებული მასა ნელ-ნელა შეათქვიფეთ შოკოლადის კრემს. დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. გაანაწილეთ კექსის ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.


ახლა მოამზადეთ სოუსი. წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი და იქვე დაუმატეთ თხელი კრემი (სქელ კრემს დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე და გათხელდება). ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადმოიღეთ და გააგრილეთ. მოასხით სოუსი ქაფქეიქებს ან მიიტანეთ ცალკე.
 
 
წაკითხვა 797 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 20 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.