ამ გვერდის ამობედვა

კვერცხიანი კობლერი - საუზმე მთელი ოჯახისთვის

ინგრედიენტები

 

  • მუსკატის კაკალი
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი
  • რძე - 150 გ
  • ლორი - 500 გ
  • პამიდორი - 3
  • კვერცხი - 4
  • პური ბატონი - 1
  • ყველი - 150 გ
 
 
მომზადების წესები
 
 
პურის ნაჭრებს წავუსვათ კარაქის თხელი ფენა. ჩავალაგოთ ფორმაში ვერტიკალურად. პამიდორი დავჭრათ რგოლებად და ჩავალაგოთ პურებს შუა ლორის ფირფიტებთან ერთად.
 

რძე და კვერცხი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და დავასხათ პურს.
 

ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ომლეტი მომზადდება და ყველიც დაადნება.
 
 
წაკითხვა 654 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2020