გაანებივრეთ საკუთარი თავი შესანიშნავი ბოსტნეულის კერძით „ედემი“

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი - 300 გ
  • სტაფილო - 1 ც.
  • ხახვი - 1 ც.
  • პომიდორი - 1 ც.
  • ყველი - 50 გ
  • მარილი, პილპილი
  • ოხრახუში, კამა

 

სოუსი:

  • კვერცხი - 2 ც.
  • რძე - 100 მლ
  • მარილი, პილპილი

 

მომზადება:

 

ყაბაყი გაფცქვენით, მოაცილეთ თესლები და დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად. ხახვი, სტაფილო და პომიდორი ასევე  დაჭერით ნახევარ რგოლებად.

 

ღუმელის ფირფიტას წაუსვით ზეთი და გადაიღეთ დაჭრილი ბოსტნეული. მოაყარეთ მარილი, პილპილი. 

 

შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. როგორც კი ბოსტნეული შეიბრაწება, გამოიღეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მოასხით სოუსი. 

 

ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში კიდევ 5-7 წუთით. 

 

სოუსისთვის: კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, მარილი, პილპილი.

 

გემრიელად მიირთვით!

 

http://www.gurmania.ge/geo

წაკითხვა 591 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.