ტომატში ჩათუშული ქათმის ფილე სულგუნით

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 4 ცალი
  • სულგუნი - 4 ნაჭერი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოცარელათი)
  • ზეითუნის ზეთი - შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი)
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ძმარი ბალზამიკო - 50 მლ
  • ტომატის პიურე - 200 გ
  • ხმელი ბაზილიკი ან შაშკვლავი - გემოვნებით
  • წითელი წიწაკა, დაღერღილი
 
მომზადების წესები
 

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ტაფაზე, დაალაგეთ ქათმის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, იტალიური ხმელი ბალახები და შეწვით ორივე მხრიდან 5-5 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ კიდევ სანელებლები. გადმოიღეთ ტაფიდან ფილე და იგივე ცხიმში მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ბალზამიკო, ტომატის პიურე, დაჭრილი ბაზილიკი ან შაშკვლავი, დაღერღილი წითელი წიწაკა და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

 

ჩაალაგეთ ტომატის მოთუშულ პიურეში ქათმის ფილეები, დაალაგეთ ზემოდან სულგუნის (ან მოცარელას ნაჭრები) და თუშეთ თავდახურულ ტაფაში 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და პილპილი.

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 659 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.