ამ გვერდის ამობედვა

მთვრალი ბალი თეთრ შოკოლადში

ინგრედიენტები

  • სიროფში გამოყვანილი ბალი ყუნწებიანად
  • რომი/კონიაკი/ვისკი
  • არაყი
  • თეთრი შოკოლადის დროპსები - ან თეთრი შოკოლადის ფილა
  • ფერადი საკონდიტრო მოსაყრელები
 
 
მომზადების წესები
 

ამ დესერტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ბლის ან სამოთხის ვაშლის მურაბა... ან უბრალოდ მოხარშოთ ყუნწებიანად ბალი სიროფში.

 

ამოიღეთ სიროფიდან ნაყოფი მაქსიმალურად მშრალად, დაასხით იმდენი რომი/ვისკი/კონიაკი, რომ დაფაროს კენკრა, დაასხით იმდენივე არაყი (ქარხნული და არა ჭაჭა) და გააჩერეთ 1-1/2 საათი. 

 

გაადნეთ თეთრი შოკოლადი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.  ბალი ამოიღეთ ვისკიდან, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და  ამოავლეთ ჯერ თეთრ შოკოლადში, შემდეგ კი საკონდიტრო მოსართავებში.

 

ასე მომზადებული ბალი შესანიშნავი დესერტი და გაფორმება იქნება კოქტეილის სუფრის.. ძალიან უხდება მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს: რომს, ვისკის, კონიაკს, ბრენდის!

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 636 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020

სიახლეები