ამ გვერდის ამობედვა

"ზაფხულის გემო"- უგემრიელესი დესერტი ჭიქებში

ინგრედიენტები

  • ატამი - 4 ცალი
  • ჟოლო - 300 გრ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 200 გრ
  • ლიმონის წვენი - 3 სკ
  • ლიმონის ცედრა - 2 სკ
  • შაქარი - 8 სკ
  • მასკარპონე - 200 გრ
 
 
მომზადების წესები
 
 
1. მიქსერით  კარგად  ავთქვიფოთ  180  გრ  მასკარპონე  და  6 სკ  შაქარი,  დავუმატოთ  2სკ  ლიმონის  ცედრა,  3 სკ  ლიმონის  წვენი  და  კარგად  ავთქვიფოთ.
 

2. მეორე  ჯამში  ერთმანეთს კარგად შევურიოთ  200  გრ  მაღალპროცენტიანი  ნაღები  და  გამზადებული  მასკარპონეს  მასა.
 

3. 200  გრ  ჟოლო ( შეგიძლიათ  შეცვალოთ  მარწყვით  ან  ალუბლით)  და  2 სკ  შაქარი  დავაბლენდეროთ,  შევურიოთ  ჟოლოს  დარჩენილი  ნაწილი.
 

4. გამჭვირვალე  ჭიქების  ძირზე  მოვაწყოთ  ძალიან  მწიფე  ატმის  ნაჭრები,  მოვასხათ  მომზადებული  მასკარპონეს  კრემი,  შემდეგ  ჟოლოს  მასა,  ზემოდან  კი  მოვრთოთ  ატმის  ნაჭრებით.  
 

გემრიელად  მიირთვით!
 
 
წაკითხვა 958 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020

სიახლეები