ამ გვერდის ამობედვა

ქათმის სალათა "ყაყაჩოები"

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300 გ
  • პომიდორი - 6 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი - 100 გ
  • მარილი - გემოვნებით
  • კამა - 1/2 კონა
  • სოკო მარინადში - 300 გ
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • მაიონეზი - 150 გ
  • ზეთისხილი - 3 ცალი
  • დაფქული მიხაკი - 1 ჩ/კ
 
 
მომზადების წესები

 

მოხარშეთ ქათმის ფილე მარილწყალში. დაძენძეთ. დაჭერით დამარინადებული ქამა სოკო თხლად, ხოლო 2 პომიდორი კუბიკებად.

 

დაჭერით წმინდად მწვანე ხახვი, ყველი გახეხეთ მსხვილად.

 

ახლა შეგვიძლია ავაწყოთ სალათა შემდეგი თანამიმდევრობით: ქათმის ხორცი, მაიონეზი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

 

გადავედით სალათის გაფორმებაზე: დარჩენილი პომიდვრები დაჭერით წრეებად და მათგან გააკეთეთ ყაყაჩოები. თითოეული ყვავილის შუაგულში მოათავსეთ ზეთისხილი, ღეროები გაუკეთეთ კამით. მოაყარეთ ყვავილებს მიხაკი. 

 

მოათავსეთ მზა სალათა 2 საათით მაცივარში. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 758 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020

სიახლეები