უგემრიელესი მაკარონი ფარშით

ინგრედიენტები

  • მაკარონი - 500 გრ
  • ფარში - 500 გრ
  • პომიდორი - 1 კგ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • გახეხილი ყველი (სასურველია მოცარელა) - 300 გრ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
 
 
მომზადების წესები
 
 
1. მოხარშეთ მაკარონი "რიგატონი" (მსხვილი,ტრუბა მაკარონი), დაყარეთ თუშფალანგზე და კარგად რომ გაიწურება მოაყარეთ გახეხილი ყველი.
 
2. ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ ხორცის ფარში 5 წუთი, მოასხით გახეხილი პომიდორი, უყავით წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და წიწაკა, დააფარეთ თავი და შუშეთ კიდევ 15 წუთი. 
 

3. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, ძირზე მოასხით მომზადებული ფარშის ნაწილი, დაალაგეთ მაკარონი ვერტიკალურად ისე, როგორც ფოტოზეა, ზემოდან მოასხით დარჩენილი ფარში, შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი, გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი (სასურველია მოცარელა, მე ნაკლებმარილიანი ყველით ან სულგუნითაც ვაკეთებ) და კვლავ შედგით ღუმელში 5 წუთი.
 

გემრიელად მიირთვით!
 
 
წაკითხვა 1027 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.